კახა კალაძე: გალში ქართველების მიმართულებით ზეწოლები დაიწყო და ეს ძალიან ცუდია

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებს არღვევს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„თუ ეს, მართლაც, ასეა, ეს ძალიან ცუდია. გალში ბევრია ქართული მოსახლეობა. დღემდე პრობლემა არ იყო ქართული ენის სწავლება. ქართველების მიმართულებით ზეწოლები დაიწყო და ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა კალაძემ.
სექტემბრიდან შესაძლოა, გალში ქართული ენის სწავლება აიკრძალოს, ამასთან, აიკრძალება ქართული სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორების გადაადგილება საოკუპაციო ზოლზე. ინფორმაცია მარიონეტული რეჟიმის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები