დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იმედი აქვს, რომ ვიზა- ლიბერალიზაცია საქართველოსთვის სასიკეთოდ გადაწყდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ვიზა- ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოს სასიკეთოდ გადაწყდება.
“ევროკავშირის თავისუფალი ქვეყნების მინისტრებს ვუერთდები იმ სოლიდარობაში, რომელსაც ყველა ჩვენგანი უცხადებს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ საქართველოს ხალხს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, რაც, საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყნებს დაახლოვებს როგორც პოლიტიკურად, ასევე ვაჭრობის, ინვესტიციების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდა და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ქვეყნებიც გვიერთდებიან, რომ იმ გზაზე, რომელსაც საქართველო გადის, შევუერთდეთ მას, მხარი დავუჭიროთ, დავეხმაროთ. დანიაში ამ კუთხით უამრავი უწყება მუშაობს”, – განაცხადა ლიდეგორდმა პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ დანიის საგარეო საქამეთა მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ საქართველომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განაგრძოს პროგრესი და გააძლიეროს ანტიკორუფციული პროგრამები.
“ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რეფორმები. ეს, რა თქმა უნდა, ამგვარ ვითარებაში რთულია, მაგრამ უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული პროგრამები და ასევე სასამართლო სისტემის რეფორმირება, მისი დახვეწა და ა.შ”, – განაცხადა ლიდეგორდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები