დავით ჯალაღანიამ ქუვეითის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ ქუვეითის სახელმწიფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა. ქუვეითის სახელმწიფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ქვეყანას საქართველოს პარლამენტის მოწვევის საფუძველზე სტუმრობდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ქუვეითს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაესვა ხაზი. ასევე, განხილულ იქნა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების სფეროებში. შეხვედრისას ქუვეითის მხარემ დაადასტურა ქუვეითის სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები