ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაუნდობელი იქნება მათ მიმართ, ვინც კრიმინალურ საქმიანობას გააგრძელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაუნდობელი იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვინც სახელმწიფოს ჰუმანური ქმედება, რომელიც ამნისტიით გამოიხატა, არ დააფასა და კრიმინალურ საქმიანობას აგრძელებს.
“ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებულნი, ეს ვერ დააფასეს, ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, მე პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობას, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათი მისამართით. ამის პირობას ვდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება. მათი ადგილი არ არის ჩვენს შორის, ჩვენს ხალხს შორის. მე დავავალე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას, რომ მაქსიმალურად დროზე გაასუფთავონ ყველა ასეთი კრიმინალი ჩვენი საზოგადოებიდან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.