„უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რომ არასდროს დავთმოთ ის, რაც ასეთი დიდი მსხვერპლით იქნა მოპოვებული“

უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რომ არასდროს დავთმოთ ის, რაც ასეთი დიდი მსხვერპლით იქნა მოპოვებული – დამოუკიდებლობა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.
გიგა ბოკერიამ პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“1989 წლის 9 აპრილი იყო გარდამტეხი დღე არა მარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, მთელი სივრცისთვის, რომელიც ცდილობდა, თავი დაეღწია საბჭოთა ციხისთვის. იმ ხალხმა, ვინც 9 აპრილს სიცოცხლე შესწირა თავისუფლებისთვის, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, რომ დაჩქარებულიყო ბოროტების ნგრევა. ამიტომაც ჩვენ – ყველანი უნდა ვიყოთ მათი მადლიერი და შევინახოთ ამ ადამიანების ხსოვნა. ამავე დროს, ჩვენი ამოცანაა, რომ არასდროს აღარ დაგვჭირდეს ასეთ მდგომარეობამდე მისვლა. უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რომ არასდროს დავთმოთ ის, რაც ასეთი დიდი მსხვერპლით იქნა მოპოვებული – დამოუკიდებლობა. ესაა ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები