„თბილისის მერის ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ საჭიროებებს, კვლევებს და ანალიზებს ეფუძნება“

თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრმა გულიკო ზუმბაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის მერის მიერ საკრებულოში წარდგენილ ანგარიშზე ისაუბრა.
ზუმბაძის განცხადებით, მერია საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს ასრულებს. დედაქალაქის ქალაქის მერის მიდგომა საკითხების გადაწყვეტის დროს კი საჭიროებებს, კვლევებს, ანალიზებს ეფუძნება და გადაწყვეტილებას მას შემდეგ იღებს. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან მერიის მიერ დაგეგმილ და უკვე განხორცილებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.
„ქალაქის მერმა საკრებულოში ისაუბრა გზების მშენებლობის პროექტებზე, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებითაც, ასზე მეტ დეველოპერს მიეცა საშუალება, რომ მშენებლობები გაანაახლონ. 50-მდე შენობა – ნაგებობა მაგრდება და რეაბილიტაცია უკეთდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქალაქის სატრანსპორტო ინსფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად. ეს გახლავთ დიდი ლილოს ნარჩენების პოლიგონი. საკრებულომ ნაგავსაყრელის უსაფრთხოებისათვის 12 მილიონი ლარი ჩადო. ამავე დროს, დაწყებულია საინვესტიციო წინადადებების განხილვა ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის შესახებ“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები