ირაკლი ღარიბაშვილი: მიმაჩნია, რომ არასწორია შესრულებული დავალებების გამო სპეცრაზმელების დაკავება
მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებული დავალებების გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, დაკავებულ სპეცრაზმელთა საქმეზე მუშაობს როგორც პროკურატურა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. „ვინც არის უკანონო დავალების გამცემი, სწორედ მისი პასუხისმგებლობით უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ჩვენ – ყველამ ვიცით, ვინც გასცემდა ამგვარ დავალებებს წინა ხელiსუფლების დროს. ესენი იყვნენ პრეზიდენტი და მინისტრი. რაც შეეხებათ დაკავებულ სპეცრაზმელებს, ამ საკითხზე მუშაობს შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.