გია გაჩეჩილაძე: მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, ნარკობარონ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრან

„მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, გაეროსა და ამერიკის ადმინისტრაციის დასკვნის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრან ნარკობარონ სააკაშვილის წინააღმდეგ“, – აცხადებს დეპუტატი გია გაჩეჩილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
„ეს მოტოციკლებზე ამხედრებული დაქირავებული კილერებიც სწორედ მაფიის ხელწერაა. ჩემი აზრით, ეს სწორედ ღარიბაშვილზე შურისძიებაა. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ახალი დასკვნით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საქართველოში, თითქმის განახევრდა ინტრავენური ნარკოტიკების რაოდენობა და 90 პროცენტით შემცირდა სააფთიაქო ნარკომანია! ეს არის კატასტროფა ნარკომაფიისთვის. მაშინ, როდესაც სააკაშვილის მმართველობის დროს, 80 ათასი ადამიანი ინტრავენური ნარკომანი გახდა. ადამიანებს ყელში ამოუვიდათ ამ უტიფარი, დამნაშავე რეჟიმის ნარჩენების ყოველდღე ტელევიზიით გამოსვლა და მათი „მორალისტობა“. სააკაშვილის რეჟიმი და მისი მაფიის ბოსები აუცილებლად უნდა გასამართლდნენ! მათი ადგილი პარლამენტში კი არა, ციხეშია“, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები