კახა კალაძე – მთავრობის წევრები ვალდებულნი იყვნენ, მუხათგვერდში დაკრძალვას დასწრებოდნენ

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გამართულ დაკრძალვას თავდაცვის მინისტრი უნდა დასწრებოდა, – ამის შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე – პრემიერმა კახა კალაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა. “მე პირადად ნამდვილად არ ვიცოდი ამ დაკრძალვასთან დაკავშირებით, რომ მცოდნოდა, ზოგადად, ალბათ ვალდებულებაც იყო არა მარტო თავდაცვის მინისტრი, მთავრობის წევრებიც რომ ყოფილიყვნენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ომის დროს დაღუპული 42 ჯარისკაცის ფრაგმენტები 2 აპრილს დაკრძალეს, ცერემონიალს სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები