The New York Times: საქართველო ყველას უყვარს
გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times საქართველოსა და კონკრეტულად თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი საქართველოს პოპულარობაზე, ქართული სამზარეულოთი აღფრთოვანებულ უცხოელებსა და საქართველოში მოგზაურობის განსაკუთრებულ სიიაფეზე ამახვილებს ყურადღებას.
„საქართველო ყველას უყვარს. საკმარისია ეს ქვეყანა ახსენო, რომ ადამიანები მაშინვე კავკასიის მთებში მდებარე ულამაზეს სოფლებზე, წალამზე შემწვარ მწვადებზე, ნიგვზითა და ბროწეულით შეკმაზულ კერძებსა და, უპირველეს ყოვლისა, ხაჭაპურზე ოცნებას იწყებენ. საქართველოში მოგზაურობის უმეტესობა თბილისიდან იწყება. ამ ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამერიკელი მოგზაურებისთვის თბილისში ბევრი რამ კარგად ნაცნობია, თუმცა ამავე დროს ეგზოტიკურიც’’,- აღნიშნულია სტატიაში.