სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას და „პუტინის გავლენისგან“ მის გათავისუფლებას გეგმავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას და პუტინის გავლენისგან მის გათავისუფლებას გეგმავს. როგორც სააკაშვილმა ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა, „ინტერპოლს“ მისი საერთაშორისო ძებნის მოთხოვნაზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია, რადგანაც მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკური საქმეა.
„მე წავალ საქართველოში, როგორც თავისუფალი ადამიანი, წავალ ძალიან მალე, რათა ჩემი ქვეყანა პუტინის გავლენისგან გავათავისუფლო. გავაგრძელებ იმ რეფორმებს, რომლებიც ბოლო წლებში გავატარეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, უკრაინაში სიტუაცია გამოსწორდეს, რადგანაც ამაზე მრავალი ქვეყნის ბედი, მათ შორის საქართველოს მომავალია დამოკიდებული“, – ამბობს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები