ირმა ნადირაშვილი ალასანიას მოუწოდებს, რომ მთავრობის გადასაყენებლად მომზადებულ ხელმოწერებს შეუერთდეს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ალასანიას მოუწოდებს, რომ იმ ხელმოწერებს შეუერთდეს, რომლებიც მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად მზადდება.
“საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები და კაბელების საქმე ამის ნათელი დადასტურებაა. სამწუხაროა, რომ ალასანია ამას მიხვდა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირადად მას და მის გუნდს შეეხო ივანიშვილის რეჟიმი. მას ერთხელაც არ გაუპროტესტებია, მაგალითად, გიგი უგულავას პატიმრობა, რომელიც დღეიდან სრულიად უკანონო პატიმარია. იმედი მაქვს, რომ ალასანია და მისი გუნდი უფრო მალე მიხვდებიან, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ მთავრობის წასვლაა და შეუერთდებიან იმ ხელმოწერებს, რომელიც მზადდება ამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად”, – განაცხადა ნადირაშვილმა.