“პოზიცია” უკრაინელი და ქართველი ბავშვების დასახმარებლად შექმნილი ფონდის თანხების შესწავლას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ პროექტის – „სახელმწიფო 3:0 – რეფორმების ახალი ტალღა“- ფარგლებში მიღებული იმ თანხების მიზნობრივი ხარჯვის საკითხის შესწავლას მოითხოვს, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე „უკრაინელი და ქართველი ბავშვების დასახმარებლად“ ირიცხება, – აღნიშნული საკითხის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „პოზიციას“ ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
უფლებადამცველი გამოთქვამს ეჭვს, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება. გურამ ადამაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინელი და ქართველი ბავშვების დახმარების ნაცვლად ფონდი აღნიშნულ თანხებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდეს. „ვეჭვობთ რომ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ანგარიშზე მოქალაქეების მიერ შემოწირულობების სახით გაღებული ფინანსები არა უკრაინელი და ქართველი ბავშვების დახმარებას, არამედ პროექტის სხვა მიმართულებებს ხმარდებოდეს. შესაძლოა, ფონდი აღნიშნულ თანხებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდეს, ისეთის, მაგალითად, როგორიცაა: ოპონენტების წინააღმდეგ შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში. არ არს გამორიცხული, რომ თანხების ნაწილი ახალგაზრდების „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქციებისა და ღონისძიებებში ჩართვისთვის იყოს მიმართული.
„ნაციონალური მოძრაობის“ 21 მარტის აქციის ჩატარებამდე, ფონდის მიერ სოციალურ ქსელში ინტენსიურად მიმდინარეობდა სარეკლამო ხასიათის განცხადებების განთავსება და მოწოდება, რომ ქართველ და უკრაინელ ბავშვებს დახმარებოდნენმ რაც 21 მარტის შემდეგ არ განხორციელებულა. გამომდინარე იქიდან, რომ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდს“ პირდაპირი კავშირი აქვს „ერთიანი ნაიონალური მოძრაობის“ ლიდერ თან გიორგი ვაშაძესთან, რომელიც 21 მარტის აქციაზე ერთ-ერთი გამომსვლელიც იყო, არ არის გამორიცხული, რომ იგი „ქართველი და უკრაინელი ბავშვების დახმარებისთვის მიღებულ შემოწირულობებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ახმარდეს. ამ ეჭვებს აღრმავებს ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით გიორგი ვაშაძე ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია, თავად ორგანიზაციას კი მისი მეუღლე ქეთევან სიჭინავა ხელმძღვანელობს“,- განაცხადა გურამ ადამაშვილმა და სამართალდამცავ სტრუქტურებს ფონდის დაფინანსების წყაროების შესწავლა სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები