ირაკლი ღარიბაშვილი: ცუდია, რომ პრეზიდენტმა არჩია მთავრობის საჯაროდ გაკრიტიკების გზა

ცუდია, რომ პრეზიდენტმა აირჩია მთავრობის საჯაროდ გაკრიტიკების გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„გული მწყდება, რომ ამ საკითხებზე შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტს, პირადად ჩემთვის დაერეკა და ეთქვა გულწრფელად თავის მოსაზრება, მე მას ავუხსნიდი. ცუდია, რომ მან არჩია ეს გზა, საჯაროდ გაკრიტიკება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, იგი ვერ იჯერებს, რომ პრეზიდენტს ჰქონდა დეტალური ინფორმაცია რას აკეთებს კონკურენციის სააგენტო.
“მე ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტს ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია, როდის შეიქმნა კონკურენციის სააგენტო, არასოდეს არ მოუმართავთ კითხვით ამ სააგენტოსთან დაკავშირებით. არასდროს არ დაინტერესებულან რას აკეთებს სააგენტო და პირდაპირ ასე უაპელაციოდ თქმა იმისა, რომ ეს ორგანო არაეფექტურია, მე მგონი ძალიან უსამართლოა”, – განაცხდა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები