“მთავრობისთვის დღევანდელი დღე არ არის პიარის თვალსაზრისით მომგებიანი და მე ამას ვდარდობ”
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტში მთავრობის გამოუცხადებლობა მისთვის წამგებიანი არ ყოფილა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
“დღევანდელი მთავრობის არგამოცხადება ჩემთვის წამგებიანი არ იყო. ეს იყო წამგებიანი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. დღეს ჰქონდათ მათ შესაძლებლობა ეჩვენებინათ ქვეყნის ერთიანობა და ეს ყველასთვის კარგი მესიჯი იქნებოდა. პრეზიდენტის ინსტიტუტს დღეს არ უზარალია. დღეს იზარალა სახელმწიფომ და მთავრობისთვის დღევანდელი დღე არ არის პიარის თვალსაზრისით მომგებიანი და მე ამას ვდარდობ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.