ეკა გიგაურმა მარგველაშვილის მოხსენებით გამოსვლა დადებითად შეაფასა

 

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოსვლა დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, მარგველაშვილმა ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი. „ძალიან საინტერესო მოხსენება ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს. მან მართლა გაუსვა ხაზი და შეეხო იმ საკითხებს, რომლებიც პრობლემატურია და მნიშვნელოვანია დღეს ქვეყანაში. მნიშვნელოვანი იყო მისი მოსმენა საგარეო კურსთან დაკავშირებით და ჩვენს პარტიონერბთან ნატოსთან და ევროკავშირთან”,-განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები