გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს ობიექტურობა დაუწუნა
“ქართული ოცნება-მრეწველების” თავჯდომარემ გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს ობიექტურობა დაუწუნა და გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესდეს.
კერძოდ კი, თოფაძე აცხადებს, რომ ქართული მედია საქართველოში საწარმოების აშენებას არ აშუქებს.
“მე მინდა გთხოვოთ, რომ თუ გექნებათ დრო, იქნებ მოიცალოთ და მინდა, რომ თქვენ ნახოთ ის ობიექტები, რომლებიც ამ პირობებში აშენდა საქართველოში. ეს არ არის 10, 30, ეს უფრო მეტია. სამწუხაროდ, ამას არავინ არ აჩვენებს. თქვენ ალბათ გაგიხარდებათ, თუ თქვენ ამ ობიექტებს ნახავთ. ეს, თითქმის ყველა, აშენებულია შეღავათიანი ფონდების მეშვეობით და მათი ნახვა და გამოქვეყნება ნებმისმიერ ქართველს გაუხარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამით არ ინტერესდება ჩვენი მედია და წამყვანი არხები. სამწუხაროდ, ისეთ საკითხებში აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომელიც ირონულ ღიმილს იწვევს. ლაპარაკია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუშაობაზე. გავიხსენოთ ის დაყაჩაღებული ბიზნესმენები, წვალება, ტანჯვა, დღეს რა უფლება გავქვს, ვაკრიტიკოთ ის დეპარტამენტი, რომელიც დღეს ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს”,-აცხადებს თოფაძე.