“პრეზიდენტის გამოსვლაში საკმაოდ სოლიდური ნაწილი დაეთმო მთავრობის მიღწევებზე საუბარს”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად ძიძიგური საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას აფასებს.

როგორც ძიძიგურმა განაცხადა, პრეზიდენტის გამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში არის პროგრესი. დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი ამ პროგრესს დღეს ფაქტებით და ციფრებით გამოეხმაურა.

“ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო, ბატონი პრეზიდენტის გამოსვლაში საკმაოდ სოლიდური ნაწილი დაეთმო მთავრობის მიღწევებზე საუბარს, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ზედმეტი, ვინაიდან გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხელისუფლება რეალურად ბევრს აკეთებს სოციალური, ასევე ბიზნესის გაუმჯობესების, ასევე საერთაშორისო მიმართულებით, ნატოში – ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“, – აღნიშნა ძიძიგურმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოხსენებაზე მთავრობის წევრების არ დასწრების ფაქტს. ძიძგური აცხადებს, რომ კონსტიტუცია აღმასრულებელ ხელისუფლებას პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე დასწრებას არ ავალდებულებს.

“აღმასრულებელი ხელისუფლება ამას უსმენს. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ქუთაისში ჩამოვიდეს, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არ არის, ამიტომ ჩამოსვლის ვალდებულება მათ არ გააჩნდათ. ნეტავი ყველა ვალდებულება. რაც კონსტიტუციით გვაქვს, პირნათლად შეგვასრულებინა -ამას ასეც გავაკეთებთ. რა ვალდებულებებიც არ გვაქვს კონსტიტუციით, იმას ნურავინ ნურავის ნუ დაავალებს“,-აღნიშნა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები