ზურაბ აბაშიძე: პრეზიდენტის მხრიდან ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ხედვა დაფიქსირდა

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ხედვა დაფიქსირდა. მისივე თქმით, მან ქვეყანაში არსებული პრობლემები აღწერა. ამასთან, აბაშიძემ აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ რჩებიან იმ დაპირებების ერთგულნი, რომელიც თავის დროზე გასცა კოალიციასთან ერთად.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტის მხრიდან დაფიქსირდა ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ხედვა, რაც საკმაოდ საინტერესო იყო. მან ზოგადად აღწერა, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა. ეს ერთი საკითხია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამიდან. ამონარიდები, რომლებიც წაიკითხა პრეზიდენტმა, სწორედ ის ამონარიდებია, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, როდესაც ვიყავით კოლიციაში. „თავისუფალი დემოკრატები“ ერთგული ვრჩებით იმ დაპირებებისა, რომელიც მაშინ გასცა კოალიციამ“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები