საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე დღეს მოხსენებით წარდგება

 დღეს, 13:00-ზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება. ქვეყნის პრეზიდენტი ყურადღებას ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გაამახვილებს. მათ შორის ეკონომიკურ, საგარეო, თავდაცვისა და შეირაღებული ძალების მდგომარეობაზე, ინსტიტუციურ თემატიკაზე, დემოკრატიულ ფასეულობებზე და ადამიანის უფლებებზე. ამასთან, რამდენადაც ცნობილია, განხილული იქნება ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხიც. გაიმართება თუ არა დღევანდელ მოხსენებაზე დებატები და დაესწრებიან თუ არა აღნიშნულ სხდომას მთავრობის წევრები, ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები