ზაქარია ქუცნაშვილი ბესიკ ხარძიანის მკვლელობაზე: ეს უკვე მეორე შეკვეთილი მკვლელობაა

ეს უკვე მეორე შეკვეთილი მკვლელობაა – ეს განცხადება დეპუტატმა და მმართველი კოალიციის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
” ბატონი ხარძიანის მკვლელობის სახით უკვე მეორე შეკვეთილი მკვლელობის მოწმეები გავხდით, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება – სახელმწიფომ მთელი ძალისხმევა სამართლიანობის დაცვისკენ უნდა მიმართოს“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
თბილისში ბიზნესმენის მკვლელობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ეხმაურება. დეპუტატი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ხარძიანის მკვლელობა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები