დავით ბაქრაძე ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს კარლა უსტეროვას შეხვდა.
მინისტრის აპარატის იმნფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა „ვიშეგრადი-4“ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; კერძოდ, საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხების იმპლემენტაციის პროცესში ვიშეგრადის ქვეყნების (სლოვაკეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა) გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები