ეკონომიკის მინისტრი ლევან ყიფიანის საქმიანობას დადებითად აფასებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის საქამიანობას დადებითად აფასებს.
“ყველა ადამიანის მუშაობაში შეიძლება იყოს რაღაც ხარვეზი და დადებითი. ლევან ყიფიანის გადაყენებაზე საუბარი არ უნდა იყოს, რადგან მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან ბევრს აკეთებს იმ მიმართულებისათვის, რაც აქვს ჩაბარებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მინისტრის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და დასკვნები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გადაუგზავნა.