რამაზ საყვარელიძე: ალასანიას გუნდის განცხადება ვიწროპარტიული ინტერესებით იყო განპირობებული

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ირაკლი ალასანიას გუნდის განცხადება, რომელიც საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებას ეხება, ვიწროპარტიული ინტერესებით იყო განპირობებული.
ამასთან, საყვარელიძე ამბობს, რომ თუ აღნიშნული ხელშეკრულება სახელმწიფო საიდუმლოება იყო, ამ საიდუმლოთი სპეკულირება პოლიტიკური ბრძოლის კარგი ხერხი ნამდვილად არ არის.
აღნიშნული განცხადებით ექსპერტი, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას ვაჟკაცობა დაუწუნა.
საყვარელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ალასანიას გუნდმა ვიწროპოლიტიკური ინტერესის გამო განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დასავლურ კურსს გადაუხვია.
„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული დაპირისპირების მოწმენი ვართ. სახელმწიფო საიდუმლოს ნაწილში პრემიერს ვეთანხმები. თუ სახელმწიფო საიდუმლო იყო, ამ საიდუმლოთი სპეკულირება პოლიტიკური ბრძოლის კარგი ხერხი ნამდვილად არ არის. ძალაში რჩება ალასანიას გუნდთან პრეტენზია, რომ მათ ხელისუფლება პოლიტიკური მიზნით დატოვეს, მთელი მსოფლიოს გასაგონად მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესის გამო განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ დასავლურ კურსს გადაუხვია“,- განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები