ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატები ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატები ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. დაპირისპირება კი იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისი თქმით, უდესიანსა და ჯანყარაშვილს საერთო ბიზნესინტერესები ჰქონდათ, რაც ხარძიანის მკვლელობას უკავშირდებოდა.
ჯანყარაშვილის ადვოკატების მოთხოვნით, კორძაიამ 1 კვირის განმავლობაში უნდა წარადგინოს ის ნივთმტკიცებულება, რომელიც მის სიტყვებს დაადასტურებს.
“გვინდა ცალსახად დავაფიქსიროთ, რომ ეს არის სიცრუე. ასევე ვთხოვთ იმ პირებს, ვინც ავრცელებენ ამგვარ ინფორმაციას და, როგორც მათ განაცხადეს, აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, დაუყოვნებლიც, უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ ეს დოკუმენტები, თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი დოკუმენტები ბუნებაში არ არსბეობს”, – განაცხადა ჯანყარაშვილის ადვოკატმა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები