დიმიტრი ლორთქიფანიძე ბესო ხარძიანის მკვლელობის შესაძლო მოტივებზე საუბრობს

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის მკვლელობის სავარაუდო მოტივებზე საუბრობს. ლორთქიფანიძემ ის გვარები გაიმეორა, რომლებიც გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ხარძიანმა დაასახელა. მისი განცხადებით, უდესიანი, ქურასბედიანი და შიხიაშვილი ხარძიანის ბიზნესის განვითარების წინააღმდეგები იყვნენ. ამასთან, ბიზნესმენიც სწორედ მათ გამო დააკავეს. ლორთქიფანიძემ 2012 წელს ხარძიანთან ციხეში შეხვედრის ფაქტებიც გაიხსენა, როდესაც მოკლულმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ფხვნილი პირში ჩააყარეს და აიძულეს წყალი დაელია. აღსანიშნავია, რომ ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა 2012 წლის ოქტომბერში ერთ-ერთ პატიმართან შეხვედრაზე. აღნიშნული პატიმარი რეციდივისტი იყო და მას 18 წელი ჰქონდა მისჯილი.
ლორთქიფანიძის განცხადებით, ადმინისტრაცია პატიმარს ბინძური საქმისთვის იყენებდა.
“ამ ადამიანმა თქვა, რომ მან ადმინისტრაციისგან მიიღო დავალება და იყო ეჭვი, რომ ეს დავალება მოდიოდა გარედან, მას უნდა დაემყარებინა მასთან ისეთი კონტაქტი, რომ ხარძიანს ეთამაშა მასთან და უნდა ეთამაშა რესტორანზე. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება მას ეთამაშა არა პურ-მარილზე რესტორანში, არამედ შენობა-ნაგებობაზე, რესტორანზე, რომელიც შეფასებულია 800 000 ლარად და თუ მას ამის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მას შეეძლო იმ აქტივებით გადაეხადა, რომელსაც ფლობდა აქციების სახით და ასე აღმოჩნდა 43% აქციებისა იმ პირების ხელში, რომლებიც დღესაც განკარგავენ ამ ბიზნესებს”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები