სტიქია სამეგრელოში – რა მდგომარეობაა რეგიონში?
ძლიერმა ქარმა ზუგდიდში წალენჯიხასა და ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლების სახურავები გადახადა. დაზარალებულთა შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიც. ძლიერმა ქარმა ქუჩებში ხეებიც წააქცია.
ზუგდიდში ძლიერმა ქარმა სამი საჯარო სკოლა დააზიანა. სტიქიამ ზუგდიდის პირველ, მესამე და სოფელ რუხის საჯარო სკოლებს სახურავები გადახადა, რის გამოც აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.