თბილისში მოთოვა – როდის გამოიდარებს საქართველოში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა დღის ბოლომდე გაგრძელდება, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი კვლავ თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ამის შესახებ „კვირას“ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, 2 აპრილს კიდევ უფრო თბილი ამინდი იქნება, თუმცა შენარჩუნდება მცირე ნალექი, 3 აპრილიდან კი კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი.
„ამაღამ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. შეიძლება იყოს მცირე თოვლჭყაპი თბილისში და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში. ხვალიდან უკვე გამოიდარებს. 2 აპრილს კიდევ უფრო თბილი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა მცირე ნალექი შენარჩუნდება. ხვალ ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 16, აღმოსავლეთში კი 14 გრადუსამდე იქნება. 1 აპრილს დასავლეთში 19, აღმოსავლეთში 16 გრადუსია მოსალოდნელი, 2 აპრილს კი საგრძნობლად დათბება და ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ რაიონებში 26, აღმოსავლეთში კი 21 გრადუსამდე მიაღწევს. 3 აპრილიდან კვლავ ამინდის გაუარესებას ველოდებით“, – აღნიშნა ნიორაძემ.

10360605_10152832007779779_8057094562294134972_n

10625071_10152832007789779_7249258428333807031_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები