ოთარ დანელიამ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს გაწეული საქმიანობის ანგარიში, 2015-2020 წლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების სამოქმედო სტატეგია წარუდგინა. დანელიას განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.
მინისტრის განცხადებით, სტრატეგიის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ღონისძიებებს დაეთმობა, ამასთან, ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფას, საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიან ფუნქციონირებას, ფერმერთა გადამზადებას საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებულ განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას, საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნას, სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას, შესაბამისი მოქნილი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას და განხორციელებას. სხდომაზე მიწვეული არიან ექსპერტები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფერმერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები