“ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია პირობები შეუქმნას შვილებს, დემოკრატიული ინსტიტუტები ნაკლებად აინტერესებს”

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20/30“ ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის პრობლემაზე ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, ადამიანისთვის, რომელსაც ოჯახისთვის ელემენტარული პირობების შექმნის საშუალება არ აქვს, დემოკრატიული ღირებულებები ნაკლებად აინტერესებს. „დემოკრატიული ღირებულებები, რითაც შეგვიძლია, ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს შევეჯიბროთ არ უნდა ადამიანს, რომელსაც არ აქვს სამსახური, არ შეუძლია ელემენტარული პირობები საკუთარ ოჯახს და შვილებს შეუქმნას, შენი დემოკრატიული ინსტიტუტები და სხვა დანარჩენი ღირებულებები მას ამ შემთხვევაში ნაკლებად აინტერესებს“, – აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები ბიზნესის წარმოებისთვის და ხალხი ბიზნესმა დაასაქმოს. როგორც ივანიშვილი განმარტავს, იგი მზად არის იკამათოს, თუ რამდენად ქმნის ხელისუფლება ამ პირობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები