ბიძინა ივანიშვილი: სახელმწიფო ქონების გაფრთხილება ძალიან რთულია…

ყველას უნდა ჰქონდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20/30“ განაცხადა. „სახელმწიფო ქონების გაფრთხილება ძალიან რთულია. ასეთი მენტალიტეტი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ყველას უნდა ჰქონდეს. აბსტრაქტული და შორეულია ის, რომ ეს შენი სახელმწიფოა და მის ქონებას უნდა გაუფრთხილდე, ეს ძალიან რთული გასაგებია, მაგრამ ძალიან მარტივია, როდესაც კომპანია ჩემი საკუთრებაა. ამ დროს მარტივია, გაუფრთხილდე და დავზოგო ხარჯები და სულ არ ვსაჭიროებ ხელისუფლებისგან კონტროლს იმაზე, თუ როგორ უნდა დახარჯოს ჩემმა მძღოლმა ბენზინი. ბიზნესისგან დაქირავებულ ხელისუფლებას, რომ ჰქონდეს განცდა, ბიზნესისგან გადახდილ ფულს მოეფეროს ამას გაცილებით მეტი კონტროლი სჭირდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები