უდესიანები დაჩი ცაგურიას და ირაკლი კორძაიას სასამართლოში უჩივიან

ნატო უდესიანისა და გია უდესიანის უფლებადამცველი უახლოს დღეებში დაჩი ცაგურიას და ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
უდესიანები ცაგურიას და კორძაიას ცილისწამებაში ადანაშაულებენ. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ მათ სარჩელი სასამართლოში ხარძიანების წინააღმდეგაც შეიტანონ, იმ შემთხვევაში თუ ისინი გააგრძელებენ გია უდესიანის მისამართით ცილისწამებას.
შეგახსენებთ, რომ ხარძიანის ოჯახმა ბიზნესმენის მკვლელობა სასამართლოში არსებულ საქმეებს დაუკავშირეს და მკვლელობის მთავარ შემკვეთად გია უდესიანი დაასახელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები