ხარძიანის და უდესიანის დას მიმართავს – მაცადეთ ძმის გაპატიოსნება…

მაცადეთ ძმის გაპატიოსნება, – ასე მიმართავს გუშინ უცნობი პირის მიერ საკუთარი სახლის სადარბაზოში, მარაბდის 25 ნომერში მოკლული ბიზნესმენის და, მაია ხარძიანი ბიზნესმენ გია უდესიანის დას, ნატო უდესიანს, რომელმაც ხარძიანის ოჯახის მხრიდან თავისი ძმის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე გუშინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გარდაცვლილი ხარძიანის და კი მიმართავს მას და ახსენებს 2011 წელს, როდესაც ბესიკ ხარძიანი, მისი თქმით, უკანონოდ დააკავეს და აღნიშნული ნატო უდესიანს არ გაუპროტესტებია.
“უდანაშაულობის პრეზუმფციაზე როცა საუბრობს და გვერდით უდგას ის, ვინც ამას ასწავლის, იქნებ კარგად აუხსნას, რას ნიშნავს ეს უდანაშაულობის პრეზუმფცია. რატომღაც არ მახსოვს 2011 წლის 16 თებერვალს ქ-ნი ნატო ერთხელ მაინც გამოსულიყო და ამაზე ელაპარაკა, იქნებ მაშინ ჩემი ძმის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვეოდა. მე არც მაშინ მახსოვს, როცა 19 აპრილის შუადღიდან 20 აპრილის გამთენიამდე სასწრაფო წესით ხდებოდა ქონების გადაფორმება. ქ-ნო ნატო, თუ თქვენ გსურთ რაიმე დებატები, პრობლემა არ არის, ოღონდ გთხოვთ, ხართ დედა, ხართ და, ხართ შვილი, მაცადეთ ძმის გაპატიოსნება”, – განაცხადა მაია ხარძიანმა.
გუშინ უცნობი პირის მიერ მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის წევრები და მეგობრები გია უდესიანს ადანაშაულებდნენ მომხდარში. მათ უდესიანს გარდაცვილის პირდაპირი მტერი და მკვლელი უწოდეს, რაც უდესიანის დამ , ნატო უდესიანმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამით თავისი ძმის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვეოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები