“საკუთარ სახლთან 3 ტყვია დაახალეს“ – რას ითხოვენ მოკლული ბიზნესმენის ნათესავები
რა ვერ გამოიძიეს, გამოვიდნენ კაბინეტებიდან და შეუშვან ის ხალხი, ვინც გამოიძიებს,- ამის შესახებ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლლეობასთან დაკავშირებით მისი ოჯახის ახლობელმა განაცხადა.
ქეთევან დავლიანიძე ხარძიანის მკვლელობის მოტივებზე საუბრობს და მინიშნებას მისი დაკავების პერიოდზე აკეთებს.
„რა მოტივით მოკლეს და რა მოტივითაც ის აწამეს წელიწადი და 11 თვე ციხეში ჩასვეს და საშინელ პირობებში ამყოფებდნენ. კონკრეტული გვარები დასახელდა, ვინ დაიჭირა ბესო ხარძიანი, ვინ ჩასხვა ციხეში, ვინ წაართვა ყველაფერი. რა არ იცოდნენ კოჰაბიტაციის პირობებში იგივე ხალხი მუშაობს პროკურატურაში და შსს-ში. ესეც ის ხომ არ არის, რომ ჟვანია ვერ გამოიძიეს და ა.შ. დღისით, მზისით საკუთარ სახლთან 3 ტყვია დაახალეს, გამოვიდნენ კაბინეტებიდან და შეუშვან ის ხალხი ვინც გამოიძიებს“, – აცხადებს ხარძიანის ოჯახის ახლობელი.