ირაკლი სესიაშვილი მინდია ჯანელიძის კომიტეტში მიუსვლელობას მივლინებით ხსნის

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის კომიტეტში მიუსვლელობას მივლინებით ხსნის.
“თავისუფალი დემოკრატების”ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მინდია ჯანელიძის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა და კომიტეტის თავმჯდომარეს ის შეთანხმება შეახსენა, რომლის მიხედვით, მინისტრი კომიტეტის წინაშე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და თავდაცვის უზრუნველსაყოფის ამსახველი ანგარიშით უნდა წარმდგარიყო.
როგორც სესიაშვილმა განმარტა, მინისტრი საკუთარ ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე ადასტურებს, მზად არის, შესაბამისი ანგარიში კომიტეტს წარუდგინოს, თუმცა, მივლინების გამო ეს დროებით გადაიდო. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მინდია ჯანელიძე კომიტეტში ანგარიშით უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები