ღარიბაშვილი – სააკაშვილს ევროკავშირთან ვიზების გამარტივებისთვის ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს
საქართველომ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაციები ვიზების ლიბერალიზაციის საკითხში და რიგის სამიტზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. რაც შეეხება მიმდინარე წელს ვიზების გაუქმებას ევროკავშირის ქვეყნებთან, პრემიერის თქმით, მას არ სურს, რომ მოსახლეობაში „ცრუ მოლოდინები არსებობდეს“.
„მინდა შეგახსენოთ, რომ უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა მოლდოვამ საქართველოზე ბევრად ადრე დაიწყო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. სააკაშვილის ხელისუფლებას ევროკავშირთან ვიზების გამარტივებისთვის არაფერი გაუკეთებია და ჩვენ მოგვიწია ამ საკითხებზე შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობამ. არ გვინდა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით იყოს ცრუ მოლდინები, როგორც ეს ადრე ნატოსთან დაკავშირებით მოხდა მაპის მიღების საკითხზე. მთავარია, მაქსიმალურად პოზიტიური შედეგი მივიღოთ რიგის სამიტზე. უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა არის გარკვეული პროცედურა. მოლდოვამ ამაზე მუშაობა 3 წლის წინ დაასრულა და უვიზო მიმოსვლა წელს მიიღო. ჩვენც დაახლოებით ამ ვადებში უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრემიერმა.