“მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილების უფროსი ნარმანიას ბიძაშვილის მეუღლეა”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” ინფორმაციით, თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილების უფროსი დავით ნარმანიას ბიძაშვილის მეუღლეა. როგორც “კვირას“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა – თბილისიდან” აცნობეს, ირაკლი აბესაძეს და თემურ გრიგალაშვილს დღეს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ, საკრებულოს წევრების საქმიანობისთვის უხეშად ხელის შეშლას კი ნიკოლოზ ბასილაია ხელმძღვანელობდა. ფრაქციის ინფორმაციით, ბასილაია დავით ნარმანიას მერად არჩევის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილების უფროსად დაინიშნა.
“ჩატარებულ კონკურსში მან შესაძლებელი 60 ქულიდან 31 ქულა მიიღო, თუმცა თანამდებობას თბილისის მერიაში მაინც ინარჩუნებს, განსხვავებით იმ კვალიფიციური ადამიანებისგან, რომლებმაც ტესტირების ეტაპი წარმატებით გადალახეს, თუმცა ნარმანიამ ისინი მაინც გაყარა სამსახურებიდან. რატომ აგრძელებს არაკომპეტენტური ნიკოლოზ ბასილაია მერიაში მუშაობას? პასუხი მარტივია: ის დავით ნარმანიას ბიძაშვილის – ნათია ნარმანიას მეუღლეა. სამწუხაროა, რომ თბილისის მერია ნარმანიას და “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტების არაკვალიფიციური ახლო ნათესავების დასაქმების ბიუროა, რაც, საბოლოო ჯამში, თბილისელებისთვის შექმნილ უამრავ პრობლემაზე აისახება”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები