პრემიერის ხელმძღვანელობით საუნივერსიტეტო კლინიკაში სხდომა გაიმართა (ვიდეო)
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს მეცნიერების განვითარების კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, უნივერსიტეტებში არსებული კვლევითი დაწესებულებების ავტონომიურობისა და მეცნიერების სტატუსის განსაზღვრის გზები. სხდომაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გეგმაზე, რომლის საშუალებითაც კვლევითი დაწესებულებები ჩაერთვებიან უნივერსიტეტების საქმიანობაში, სადოქტორო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კუთხით. კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი მეცნიერები.