პრემიერმა თანამედროვე კლინიკის გახსნაზე სააკაშვილი მორიგ დანაშაულში ამხილა (ფოტოკოლაჟი)

თბილისში თანამედროვე ლაბორატორიით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილი, 185 საწოლზე გათვლილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა კლინიკის შენობა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
„ეს არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც აქამდე საქართველოში არ არსებობდა. თქვენ იცით, რომ 2006 წელს სამედიცინო უნივერსიტეტს რამდენიმე კლინიკა ჩამოართვეს, რაც იყო ძალიან დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების და, პირადად, მიხეილ სააკაშვილის. ეს არის ჩვენი მთავრობის და სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტი, რომელიც უკვე დაჯდა 20 მილიონი, საბოლოო ჯამში, დაჯდება 25 მილიონი. 5 მილიონი ჩვენ ბიუჯეტიდან გამოვყავით. აქ დასაქმდება 600 ადამიანი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სტუდენტებს, რეზიდენტებს მიეცემათ საშუალება, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

19089_828701350554276_2559827184493837614_n

10383907_828701380554273_7662593896385402685_n

11009221_828701387220939_183885228908971340_n

11041743_828701297220948_8263328308586734204_n

11059496_828701293887615_7892292435942794655_n

11081328_828701287220949_6619971962032526727_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები