პროექტ ”უსაფრთხო ქალაქის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში შს მინისტრის მოადგილე, შსს-ს ადმინისტრაციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო დისკუსია გაიმართა დანაშაულის პრევენციის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ქვეითთა უსაფრთხოების, საპატრულო პოლიციის საქმიანობის და მის მიმართ ნდობის, ასევე, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები და წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები უსაფრთხო ქალაქის მთავარი ინდიკატორების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს. თბილისის ღია უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება. პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ ხელს უწყობს მოსახლეობაში პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას