რას აცხადებს დავით სერგეენკო IRI-ს კვლევაზე

დავით სერგეენკოს, რომელსაც IRI-ს კვლევის შედეგად მოსახლეობის 62 პროცენტი ენდობა, კომენტარის გაკეთება უჭირს. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომენტარის გაკეთება ორი მიზეზის გამო გაუჭირდება.
“პირველი მიზეზი არის ის, რომ არ ვარ კვლევების ჩატარების სპეციალისტი, თუმცა ვიცი, რომ კვლევის ჩატარება სპეციფიურია და კითხვის ფორმულირებამაც შეიძლება შედეგების პარამეტრები მნიშვნელოვნად შეცვალოს. მეორე მიზეზი, რის გამოც ვერ გავაკეთებ დეტალურ კომენტარს, არის ის, რომ საკუთრივ კვლევა არ მინახავს და მგონი, არც არავის უნახავს. იყო მხოლოდ მოკლე სტატია ელექტრონულ მედიაში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი.
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები