ეკა ზღულაძე – უკრაინის საპატრულო პოლიციელის ფორმის კომპლექტის ფასი $700 იქნება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის თქმით, ახალი ფორმა ნიუ-იორკის პოლიციელის მსგავსი იქნება.
მისივე განცხადებით, ახალი კომპლექტი წინაზე ორჯერ იაფი ეღირება.
„კომპლექტში ორი პერანგი, ორი წყვილი შარვალი, სხვადასსხვა ქუდები, ქურთუქი და მაღალყელიანი ბათინკები შედის. როდესაც შსს ბოლოს მილიციელების ფორმას ყიდულობდა, ის 1 400 დოლარი დაჯდა“, -აცხადებს ზღულაძე.
მიმდინარე წლის 19 იანვარს უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა მილიციის რეფორმის დაწყების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები