ბიძინა ივანიშვილმა „უფასო ფულის“ დაპირებაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს გადაცემაში „კვირის 20/30“ „უფასო ფულის“ დაპირების შესახებ შეკითხვა დაუსვევს. ივანიშვილის განცხადებით, 800 მილიონამდე ფული შევიდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში, რასაც არავინ არ ამბობს. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა კიდევ ძალიან დიდ პროექტს ამზადებს, რომელიც მეტ თანხებს მოიტანს.
„არჩევნების პროცესში მე ვპირდებოდი მოსახლეობას რომ სოფლის მეურნეობის მიმართ გავაკეთებდით დახმარებას, სუბსიდირებას. ვპირდებოდი რომ იქნებოდა ერთწლიანი და შვიდწლიანი კრდიტებიც, რომ ასი ახალი საწარმო გაკეთდებოდა და ექნებოდათ შეღავათიანი კრდეიტები. 800 მილიონამდე შევიდა სოფლის ეკონომიკაში, რასაც არავინ არ ამბობს.
მე პრემიერობის დროს ეკონომიკის მიმართულებით ყველაზე აქტიური ვიყავი და რა თქმა უნდა აქ ყველაზე მეტი ცოდნაც მაქვს. კიდევ ძალიან დიდი პროექტი მზადდება მთავრობის მიერ, რომელიც გაცილებით მეტ თანხებს შეიტანს ამ მიმართულებით.
კიდევ უფრო მეტი იქნება უფასო ფული, უფასო რა თქმა უნდა ეკონომიკური ტერმინი არ არის და „ნაციონალური მოძრაობა“ თავხედურად ცდილობენ ეს დაამახინჯონ და გადაიყვანონ იუმორში, მაგრამ თვითონ ხდებიან სასაცილოები და საცოდავები.
„ნაციონალები“ იმასაც არ ამბობენ, რომ 800 მილიონამდე სწორედ, რომ ეს იაფი და უფასო ფული ბევრ ადგილებში შევიდა, როდესაც 1%, 2%, 3%-ია გადასახდელი ეს პრაქტიკულად უფასო ფულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.