საზოგადოება “20/30” ყოველ თვე კონფერენციების ჩატარებას გეგმავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ინიციატივით გამოდის, ყოველ თვე ცატარდეს პრესკონფერენცია, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე იმსჯელებენ. როგორც ივანიშვილმა გადაცემაში “კვირის 20/30” განაცხადა, ყველას ექნება საშუალება, შენიშვნები გარმოთქვან, თუ რას ვერ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება.
“უახლოეს ორ კვირაში პოლიტიკურ თემაზე გაკეთდება პირველი კონფერენცია. პოლიტიკაა  ყველაფრის საყრდენი და ყველაზე რთული შესაფასებელი მთავრობის მოღვაწეობის სწორე დღეს არის თუ რამდენად სწორად უწყობს ხელს ეკონომიკურ განვითარებას. თვეში ერთხელ ჩატარდება კონფერენცია და ყველას შეუძლია მოვიდეს, ვისაც ხელეწიფება, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მან კარგად იცის ეკონომიკა, ოღონდ ვინ ფაქტებით და არგუმენტებით საუბრობს , კითხვაზე პასუხს სცემს და არ დემაგოგობს. თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” იქ რომ მოიყვანო, ვერც ერთ კონფერენციას ვერ ჩავატარებთ. მაგრამ, შეუძლიათ მოვიდნენ მათი მხარდამჭერი ექსპერტები. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაცნობებთ პირველი კონფერენციის თარიღს. ყველას ექნება საშუალება მობრძანდეს და შენიშვნები მისცეს, რას ვერ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რა უნდა გაეკეთებინა და რა იქნებოდა უკეთესი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები