ფოთში “რესპუბლიკური პარტიის” საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნუკრი თოშხუა აირჩიეს

ფოთში “რესპუბლიკური პარტიის” საქალაქო ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარედ ნუკრი თოშხუა აირჩიეს. პარტიაში მან გაიოზ ქინქლაძე ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ დღეს კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ახალი წევრებიც აირჩიეს. კრებას პარტიის აღმასრულებელი მდივანი, გიგლა აგულაშვილი უძღვებოდა. “ვფიქრობთ, არა მხოლოდ ფოთში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა, გავაძლიეროთ და ვიმუშაოთ იმ ამოცანების გადაჭრისთვის, იმ პრობლემების გადაწყვეტისთვის, რა პრობლემებიც აქვთ ფოთელებს და სხვა მოსახლეობასაც”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები