“ადამიანების ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესი, უკრაინაში სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხორციელდება“

მოძრაობა „ივერიელების“ ხელმძღვანელის განცხადებით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესი, რომელსაც საქართველოში რულოვსი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ხორციელდება.
როგორც ლევან კოჭლოშვილი გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ადამიანების ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის სანდრო კვიტაშვილის დახმარებით „გადააბარგა“ . მისივე თქმით, სააკაშვილის დავალებით, უკრაინელ ექიმებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას აიძულებენ.
„ბევრი იბეჭდებოდა გაზეთებში იმის შესახებ, რომ სანდრა რულოვსის პირადი ბიზნესი იყო შავ ბაზარზე ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, რაც მათთვის უკვე ფიზიკურად შეუძლებელი გახდა საქართველოს მასშტაბით. ამიტომ, იგივე ბიზნესის განხორციელება ხდება უკვე მიხეილ სააკაშვილის კურირებით უკრაინაში. სანდრო კვიტაშვილი, მოგეხსენებათ, რომ უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრია და ამ ადამიანების გავლენით გადაბარგდა ეს ბიზნესი იქ. თუ გახსოვთ, ამ ცოტა ხნის წინ ტელევიზიების კამერებით როგორ შეუვარდნენ უკრაინელ ცნობილ ონკოლოგს, ექიმს, რომელიც ოპერაციას ედგა თავზე და სკალპელით ხელში პაციენტის გაჭრას და ქირურგიულ ჩარევას აპირებდა, როგორ მიაწოდეს გაოგნებულს გათავისუფლების შესახებ ბრძანება და როგორ დაატოვებინეს საოპერაციო ბლოკი. ჩემთვის ცნობილი გახდა და ეს ზუსტი ინფორმაციაა, რომ ეს ადამიანი მანამდე დაიბარეს და ადამიანების ორგანოებით ვაჭრობა მოსთხოვეს, რაზეც ამ ექიმმა უარი განაცხადა და ამიტომ მისი დასჯა მოხდა ,,პაკაზაწელნ“-ად. ეს იყო ყველა სხვა მთავარი ექიმისთვის კონკეტული გზავნილი, თუ არ დაგვემორჩილებით, ზუსტად იგივე ბედს გაიზიარებთო. ანუ, როგორც საქართველოში დაიწყეს დაშინების პოლიტიკა, იგივე პოლიტიკა გაგრძელდა უკრაინაშიც, ოღონდ აქ ექიმებით დაიწყეს“,-აცხადებს ლევან კოჭლოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები