დავით უსუფაშვილმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
„მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეიდან ზეიმობენ გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს. შევუერთდეთ ყველას ამ დღესასწაულში. ჩვენ გვესწრებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ვულოცავ, და ყველას, ვისთვისაც დღეს, ხვალ და ზეგ, ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია საქართველოში. გისურვებთ, სულ სადღესასწაულო დღეები გვქონდეს და მივულოცოთ ერთმანეთს”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები