ბიძინა ივანიშვილი: მთავარია სასამართლოში არ იყოს შეცდომები

შეცდომები ექნება პარლამენტსაც, პრეზიდენტსაც, მთავრობასაც, მთავარია სასამართლოში არ იყოს შეცდომები, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რამდენად კმაყოფილია ის საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობით.
“იდეალური არც ერთი არაა და ვერც იქნება. შეცდომები და უკმარისობის განცდა ყველას უნდა გააჩნდეს. შეცდომები ექნებათ პარლამენტსაც, პრეზიდენტსაც, მთავრობასაც, მთავარია სასამართლოში არ იყოს შეცდომები”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტზეც, პრეზიდენტზეც და, პირველ რიგში, მთავრობაზე ის ისაუბრებს გადაცემა „20/30“-ში, სადაც ხელისუფლების 2 წელიწადნახევრის საქმიანობის ანალიზს წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც სამოქალაქო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები