ბიძინა ივანიშვილი: მოლაპარაკებებზე უარი ვთქვათ და ტანკები დავქოქოთ?!

ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აბაშიძე-კარასინის ფორმატის შენარჩუნებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ივანიშვილმა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების დოკუმენტს სამწუხარო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც შეუძლია.
ამასთანავე, ყოფილმა პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „თავისუფალი-დემოკრატების“ იმ განცხადებაზე, სადაც აბაშიძე-კარასინის ფორმატს აკრიტიკებენ.
“კარასინი-აბაშიძის ფორმატს ძალიან აქტიურად აკრიტიკებენ, დღეს ახალი კრიტიკოსები გამოუჩნდათ “თავისუფალი დემოკრატების” სახით. ცოტა უცნაურია, როცა ხელისუფლებაში იყვნენ ტაშს უკრავდნენ. მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატი საინტერესოა და უნდა შევეცადოთ მხოლოდ ამ გზით გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ექსპრემიერი იზიარებს, რომ კითხვები შეიძლება იყოს მოლაპარაკებების ეფექტურობასთან დაკავშირებით.
“დიდი ეფექტურობა ვერ მივიღეთ, მაგრამ რაღაც ეფექტურობა მივიღეთ და მომავლისთვის უნდა ვეცადოთ რომ ეფექტურობა გაიზარდოს და არა ის, რომ მოლაპარაკებებზე უარი ვთქვათ და ტანკები დავქოქოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც სამოქალაქო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები