შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ბადრი ჟ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,14145 გრ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.